თბილისის საკრებულოს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი აბესაძის ინფორმაციით, დავით ნარმანიას გიორგი სოლომონიას თანამდებობიდან გათავისუფლება პრემიერ-მინისტრმა დაავალა. ამის შესახებ აბესაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როგორც ჩანს, წინა კვირაში პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ნარმანიას საკუთარი კადრის მერიიდან გაშვება კვლავ გარედან დაავალეს და რომ არა ,,ქართული ოცნების" დაბალი პოლიტიკური რეიტინგით გამოწვეული რიგგარეშე არჩევნების შიში, დღეს თანამდებობიდან ნარმანია გადადგებოდა და არა სოლომონია. საბოლოოდ ეს მაინც ასე მოხდება. მანამდე ასეთი ფრაგმენტული ცვლილებებით ქალაქში არაფერი შეიცვლება სასიკეთოდ“, - განაცხადა აბესაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.