გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს შეხვდა
12-01-2016, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ბეტინა კადენბახს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებს, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძირითად საკითხებს შეეხო.

 

 

მათივე განმარტებით, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და რეგიონის უსაფრთხოების თემებზეც. "შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობას სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის პროცესში და პროფესიული განათლების განვითარების პერსპექტივებს. ბეტინა კადენბახმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს იმ დახმარებისთვის, რასაც პარტნიორი ქვეყანა საქართველოს რეფორმების განხორციელების კუთხით უწევს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი