"ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას იმის გამო, რომ "გაზპრომთან" გამართული შეხვედრების პირდაპირ ეთერში გადაცემა შეუძლებელია" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განუცხადა.
"შეხვედრები დახურული არ არის და მათთან დაკავშირებით განცხადებები გავრცელდა, თუმცა, ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას, რომ შეხვედრების "ლაივის" გაკეთება შეუძლებელია" - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექსპერტებს სურდათ გაეგოთ, რა სიტუაციაა ბაზარზე და რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კალაძემ დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა და განმარტა, რომ იყო კითხვები, რომელსაც შესაბამისი პასუხები გაეცა. ენერგეტიკის მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მსგავსი ტიპის შეხვედრები სამომავლოდაც გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.