კახა კალაძე: ფიზიკურად შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის
12-01-2016, 06:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ფიზიკურად შეუძლებელია დამატებითი მოცულობის მიღება იმ მილსადენიდან, რომლითაც "სოკარი" საქართველოს ბუნებრივ აირს აწვდის" - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა, სადაც მინისტრი და მისი მოადგილეები დღეს ექსპერტებს შეხვდნენ.

 

 

რაც შეეხება იმას, თუ რასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები "გაზპრომთან", კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველომ გატარებული მოცულობის 10% ბუნებრივი აირის ნაცვლად მიიღოს ფინანსური ანაზღაურება და ასევე, საუბარია იმ დამატებითი დეფიციტის შევსებაზე, რომელიც დღეს აქვს ბაზარს. როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია დაახლოებით 300-400 მილიონ კუბურ მეტრ გაზზე.

 

 

"სხვათა შორის, მინდა ვთქვა, რომ ის რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, ზუსტად იმ ადამიანების ძალიან დიდი დამსახურებაა, ვინც ყველაზე მეტად ყვირის და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებს ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. დღეს, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი აირის საერთო მოხმარება არის ორი მილიარდ ხუთასი ათასი კუბური მეტრი. ეს 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის მოცულობა 2014 წელთან შედარებით 19%-ითაა გაზრილი. დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. დაგისახელებთ ამ 11 მილიონის შემადგენელ ნაწილებს: ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრი "სოკარიდან" წამოღებული ბუნებრივი აირი, ანუ იმ მილსადენით, რომელსაც ჰქვია "ყაზახი". 2 900 000 მილიონ კუბური მეტრი არის შაჰდენიზიდან მიღებული ბუნებრივ აირი და 2,-2,5 მილიონი კუბური მეტრი არის 10% იმ მოცულობისა, რომელსაც ჩვენ ვიღებთ რუსეთისგან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით. "სოკარისგან"ეს არის 6 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა, რომელსაც ისინი დღეს ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია მეტი დამატებითი მოცულობები იქნას გატარებული ამ მილსადენში, ამიტომ დამატებითი მოცულობების დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი მილსადენით", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი