კახა კალაძე: არის გამოსავალი - ჩვენ ვთქვათ არა ბუნებრივ აირზე! - გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე
12-01-2016, 06:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არის მეორე გამოსავალი, უარი ვთქვათ ბუნებრივ აირზე, შემოვიტანოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, თუმცა ეს ტარიფის 4-თეთრიან მატებას გამოიწვევს" - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადა.

 

 

"არის მეორე გამოსავალი, ჩვენ ვთქვათ - არა!  რუსეთიდან წამოვიღოთ ელექტროენერგიის დამატებითი მოცულობები, წამოვიღოთ ასევე თურქეთიდან. ეს არის პლიუს დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთ ელექტროენერგიაში და გავაჩეროთ თბოსადგურები. თუმცა, ეს დაახლოებით 4-თეთრიანი ტარიფის მატება იქნება და ამის გაკეთება შეუძლებელია. 11 მილიონი კუბური მეტრი ყოველდღიური მოხმარება ზაფხულის თვეებში 4 მილიონამდე ჩამოდის. ეს დისბალანსი რომ შევავსოთ, ამიტომ ვსაუბრობ რომ დამატებითი მოცულობების შემოტანა მოვახერხოთ გაზპრომისგან", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მინისტრობის პირველივე დღეებიდან ის და თავისი გუნდი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ მოახერხოს ყველა იმ რესურსის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ამიტომ, კალაძის თქმით, მიმდინარეობს ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი მათგანი ექსპლუატაციაში შევიდა. "ასევე ბუნებრივი აირის მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ შაჰდენიზის მეორე ფაზა, პროექტი, რომელიც დაწყებულია 2019 წელს უნდა დასრულდეს და აქედან გვექნება შესაძლებობა მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დღეს საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაშია და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი