სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, გარეგინ მეორეს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ქართულ-სომხური მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე რელიგიურ-კულტურული ურთიერთობა იყო. გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას, სომხეთის პატრიარქმა, აგრეთვე, მადლიერება გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც სომხური ეკლესიის კუთვნილი კულტურული ძეგლების რესტავრაცია დააფინანსა და ამისათვის თანხა საკუთარი "ქართუ" ფონდიდან გამოყო.
გიორგი მარგველაშვილს სომხეთის პატრიარქმა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს ხარების სურათი უსახსოვრა.
შეხვედრა ეჩმიაძინის ტაძარში გაიმართა, სადაც ქვეყნის პირველი პირი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა საკათედრო ტაძრის საგანძური, ქრისტიანულ სიწმინდეთა მუზეუმი დაათვალიერა, რომელშიც დაცულია როგორც ბიბლიური რელიქვიები, ისე წმინდანთა ნაწილები.
ეჩმიაძინში გამგზავრებამდე, სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პირველი პირის გაცილების ცერემონია გაიმართა, რომლის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები კიდევ ერთხელ პირისპირ შეხვდნენ ერთმანეთს.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დღეს სრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.