საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"მწუხარებას გამოვთქვამ სტამბოლში მომხდარი საზარელი ტერაქტის გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს. ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი ქვეყნების მშვიდი განვითარებისთვის და არის სასტიკი დანაშაული. ვგმობ ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საერთო ძალისხმევით ჩვენ შევაჩერებთ უდიდეს ბოროტებას, რომელიც მსოფლიოს ხალხებს ემუქრება", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.