თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი სოლომონიას, სავარაუდოდ, "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი, გიორგი ლილუაშვილი შეცვლის. "რუსთავი-2"-თან სატელეფონო საუბარში გიორგი ლილუაშვილმა განაცხადა, რომ შეთავაზება თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე პირადად თბილისის მერისგან, დავით ნარმანიასგან მიიღო.
"კონსულტაციები მაქვს და ჯერ თანხმობა არ განმიცხადებია", - განმარტა ლილუაშვილმა. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. სოლომონია საქმიანობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააგრძელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.