ბოლო ინფორმაციით, სტამბოლში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად, დაღუპულია 11 და დაშავებულია - 15 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან გერმანიის, პერუს, სამხრეთ კორეისა და ნორვეგიის მოქალაქეები. თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ყველა დაღუპული უცხოელია.
"ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გასაცნობად ჩამოვიდნენ. ისინი ჩვენი სტუმრები იყვნენ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის უმეტესობა გერმანიის მოქალაქეები არიან. დავუთოღლუს განცხადებით, ვინც ტერაქტი განახორციელა, სირიელი იყო, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.