სომხეთის პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ეჩმიაძინში მცხოვრებ რობერტ აბრამიანის ოჯახს ესტუმრა. პროფესიით მუსიკოსი გიორგი მარგველაშვილმა 1987 წელს ქუჩაში შემთხვევით გაიცნო – მაშინ იგი ეჩმიაძინის სამხედრო ნაწილში მსახურობდა.
ემოციური შეხვედრის დროს პრეზიდენტმა რობერტ აბრამიანის გაცნობის ისტორია და ის პერიოდი გაიხსენა, რომელიც ამ ადამიანის მზრუნველობით გამოიარა. გიორგი მარველაშვილი შემთხვევით გაცნობილმა ადამიანმა საკუთარ ოჯახში შეიფარა და საუკეთესო მეგობრებიც გახდნენ.
"6 თვის განმავლობაში საკუთარი შვილივით მივლიდა… სომხეთში ჩამოსულს, არ შემეძლო, აქ არ მოვსულიყავი და მისი ოჯახი არ მენახა. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ მსურდა, მისთვის მადლობა გადამეხადა", – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ეს სწორედ ის ურთიერთობაა, რომელიც სომხებსა და ქართველებს ისტორიულად აკავშირებს.
თავის მხრივ, რობერტ აბრამიანი ამბობს, რომ დღემდე მოჰყვება ის სიხარული, რომელიც მაშინ განიცადა, როდესაც გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის თაობაზე შეიტყო. ვერც მას შემდეგ ფარავს ემოციას, რაც მის ცოლს საქართველოს პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ შეატყობინეს. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრას მოუთმენლად ელოდა.
რობერტ აბრამიანის ოჯახში საქართველოს პრეზიდენტს ემოციური და განსაკუთრებული შეხვედრა მოუწყეს. აბრამიანის სახლში მისი ოჯახის წევრების გარდა, მარგველაშვილთან დასახვედრად, მეზობლებიც საგანგებოდ შეიკრიბნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.