ბარაქ ობამას ბოლო მიმართვა კონგრესისადმი - რა სურს დარჩენილ ერთ წელიწადში და რას ნანობს ყველაზე მეტად მისი პრეზიდენტობისას
13-01-2016, 00:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესისადმი მის ბოლო მიმართვაში მძლავრად დაიცვა მისი მემკვიდრეობა. მან დაგმო ის ნეგატიური ტონი, რაც მიმდინარე საპრეზიდენტო კამპანიას ახლავს და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს "ყველაზე მძლავრი, ყველაზე გამძლე ეკონომიკა მსოფლიოში".


"ნებისმიერი ვინმე, ვინც ამტკიცებს, რომ ამერიკის ეკონომიკა დაღმასვლის გზაზეა, წვრილმან ბელეტრისტიკას თხზავს", განუცხადა ობამამ კანონმდებლებს.


კონგრესის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ განაცხადა, რომ მას სურს ორიენტირებული იყოს მომავალზე და არა მხოლოდ შემდგომ ერთ წელიწადზე. მან ხაზი გაუსვა მის ისეთ მიღწევებს, როგორიცაა ჯანდაცვის რეფორმა.


თავის სიტყვაში ობამამ ფოკუსირება მოახდინა უთანასწორო ხელფასების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაზე, კლიმატის ცვლილებასთან ტექნოლოგიების გამოყენებით ბრძოლასა და იმაზე, თუ როგორ უნდა იყოს შენარჩუნებული ეროვნული უსაფრთხოება ისე, რომ ქვეყანა არ იყოს ჩაფლული გრძელვადიან კონფლიქტებში.


ობამამ განაცხადა, რომ ის რაზეც მისი პრეზიდენტობისას ყველაზე მეტად ნანობს, არის ის, რომ რესპუბლიკელები და დემოკრატები უფრო დაყოფილი გახდნენ.


ობამამ არაპირდაპირ სამიზნედ ამოიღო რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელიც მუსლიმებისა და ემიგრანტების შესახებ გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკა.


"როცა პოლიტიკოსები შეურაცხყოფას აყენებენ მუსლიმებს, როცა მეჩეთის ვანდალიზება ხდება, ან როცა ბავშვს აშინებენ, ეს არ გვხდის ჩვენ უფრო უსაფრთხო ქვეყნად. ეს შეცდომაა... და ეს ჩვენი ქვეყნის ღალატია," თქვა ობამამ.


დარჩენილ ერთ წელიწადში ობამას სურს:


დახუროს გუანტანამოს ციხე


მიაღწიოს მართლმსაჯულების მრავალმნიშვნელოვან რეფორმას


კუბაზე ემბარგო მოხსნას


შეძლოს ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენება


ობამამ ასევე კიბოს ახალი ეროვნული კვლევის ცენტრის ამოქმედების შესახებაც გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ინიციატივის განხორციელების შემდეგ მას ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უხელმძღვანელებს.

 

კომენტარები: 1
#1   alvera
      
ამერიკის პრეზიდენტი თავის სიმაღლეზეა, ამერიკა რჩება და კვლავაც დარჩება მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეზანად
13 იანვარი 2016 01:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი