საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობამ ნათლად უნდა დასახოს 2016 წლის პრიორიტეტები, რაც თანხვედრაში იქნება საზოგადოების მოთხოვნებთან და ამავდროულად, შეაჯეროს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2017 წლამდე დასრულდება პატიმართა რისკების კლასიფიკაცია და მოხდება მათი გადანაწილება რისკების მიხედვით 4 ტიპის დაწესებულებაში. მთავარ ამოცანად განისაზღვრა პატიმართა რესოციალიზაცია, მათი დასაქმება და განათლება, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის კურსის გაგრძელება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მხრიდან დიასპორულ პრობლემებზე ზრუნვის გააქტიურების აუცილებლობასა და დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო დიასპორულ საინვესტიციო მექანიზმებს, განიხილეს ქართული სახლების კონცეფცია და ონლაინ სკოლის იდეა ახალგაზრდებისთვის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.