ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს მხრიდან მის ტერიტორიულ წყლებში შეჭრის გამო, ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
ირანმა 10 ამერიკელი მეზღვაური დააპატიმრა მას შემდეგ, რაც გავრცელებული ცნობით, ორი მცირე ზომის საპატრულო ხომალდი სპარსეთის ყურეში ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ამის შესახებ BBC შეერთებული შტატების ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება. აშშ-ს ხელისუფლების ცნობით, ხომალდებს როგორც ჩანს მექანიკური პრობლემები შეექმნათ და ირანის კუნძულ ფარსიზე აღმოჩნდნენ.
თეირანმა განაცხადა, რომ ეკიპაჟი და ხომალდები "სასწრაფოდ იქნებიან დაბრუნებული". ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა ახალი ამბების სააგენტო Associated Press -სს განუცხადა.
ირანის ახალი ამბების სააგენტოს Fars-ის ინფორმაციით, მეზღვაურები ირანის წყლებში "შეიპარნენ". სააგენტოს ცნობით, ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი ირანის რევოლუციის მცველებმა დააკავეს.
აშშ-ს ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ მეზღვაურებს დღეს გაათავისუფლებენ. ინციდენტისთანავე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზარიფს ტელეფონით დაუკავშირდა და მას მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ქერი ზარიფთან ერთად პირადად არის ჩართული პროცესში, რათა დროულად მოხდეს მეზღვაურების გათავისუფლება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.