ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ვან დეიკის ტილოს საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ეკა აბაშიძის დაკითხვა მიმდინარეობს. ეკა აბაშიძე საგამოძიებო სამსახურში, ცოტა ხნის წინათ, იმ ფოტოსურათით მივიდა, რომლითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ ვან დეიკის ტილო მისი ოჯახის საკუთრება იყო. როგორც მან დაკითხვაზე შესვლამდე აღნიშნა, ფოტოსურათს გამომძიებელს გადასცემს.
"მოვიტანე ვალის აღიარების ხელშეკრულება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზაჰირ ჰუსეინოვს დაეკისრა ვალის ანაზღაურება. ასევე მოვიტანე ფოტოსურათი, რომელიც გადაღებულია ჩვენს სახლში. მასზე გამოსახულია დედაჩემი, რომლის უკანაც კედელზე კიდია ტილო. ეს ადასტურებს, რომ ტილო ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში ეკიდა", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.