დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი, პროფესორი კლაუს შვაბი გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. იგი საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის იმედს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მონაწილეობა დავოსის ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, მნიშვნელოვანია. წერილის ქართულ თარგმანს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
"თქვენი მონაწილეობა 2016 წლის ყოველწლიურ შეხვედრაზე დავოს-კლოსტერსში იქნება მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენი პრემიერ-მინისტრობის დასაწყისში, ასევე საკვანძო ეტაპი საქართველოს ისტორიაში. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის სურვილია, წლის განმავლობაში კიდევ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან ახალი ინიციატივის, „ეკონომიკური კეთილდღეობის აბრეშუმის გზის" ფარგლებში, რომელიც თავს უყრის ევროპას, ევრაზიასა და აზიას და მიზნად ისახავს ეკონომიკური ზრდისა და სოციალური ინკლუზიურობის ხელშეწყობას," - აღნიშნულია წერილში.
კლაუს შვაბი საქართველოს მთავრობას მხარდაჭერას უცხადებს.
"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობის გზით მსოფლიოში დადებითი ცვლილებების შეტანას, მზად არის თქვენი და თქვენი მთავრობის დასახმარებლად ყველა თქვენს წამოწყებაში. იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან და თქვენს კაბინეტთან მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოში დადებითი ცვლილებების განხორციელების გზაზე. კიდევ ერთხელ, გულწრფელად გილოცავთ. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას დავოსში," - აცხადებს კლაუს შვაბი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 20-23 იანვარს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.