თბილისის მერიაში კოჯორი-სამადლოს გზის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს
13-01-2016, 01:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერიაში გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა დამსწრეებს პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნეს.

 

 

ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის კაპიტალური მოწყობის სამუშაოები სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებთან ერთად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ხორციელდება.

„საგზაო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით საჭირო გახდა გზის გარკვეული მონაკვეთის ნარგავებისგან გათავისუფლება. 100 ხე-მცენარის მოჭრისა და 16 ნარგავის გადარგვის ნებართვის მისაღებად უკვე მოგვმართა კეთილმოწყობის სამსახურმა. მესმის, რომ ხეების მოჭრაზე საზოგადობის რეაქცია მტკივნეულია და ასევე მტკივნეულია ეს თითოეული ჩვენგანისთვის, მაგრამ პროექტის მნიშვნელობის გათვალისწინებით ამ ნარგავების მოჭრა თუ გადარგვა გარდაუვალია, საკომპენსაციო გამწვანების ღონისძიებებს ჩვენი სამსახური შესაბამის სეზონზე ჩაატარებს“ – განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

 

 

კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა კოჯორი-სამადლოს გზის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციისას პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის მონაკვეთის დაზიანებამ აღნიშნული გზის დატვირთვა გაზარდა, გზის საფარის სავალალო მდგომარეობის გამო კი, გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დღის წესრიგში დადგა გზის კაპიტალური აღდგენის სამუშაოების დაუყოვნებლივ ჩატარება.

 

 

შეხვედრაზე არასამთავრობო ოგანიზაციების რამდენიმე წარმომადგენლის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ მსგავსი სახის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაგეგმვა უნდა ხდებოდეს გარემოზე მიყენებული ზიანის საფუძვლიანი შეფასების საფუძველზე. ნინო სულხანიშვილის განმარტებით, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სტრუქტურაში უახლოეს მომავალში შეიქმნება გარემოს დაცვის მონიტორინგის განყოფილება, რომელიც ეკოლოგიურად შეისწავლის მერიის მიერ განსახორციელებელ პროექტებს, შეაფასებს მათი გარემოზე მიყენებულ ზიანს, შემდგომი ღონისძიებები კი აღნიშნული შეფასების გათვალისწინებით ჩატარდება.

 

 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დაკვეთით, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზის 6 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ჯიარჯი“ აწარმოებს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 009 000 ლარი გამოიყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი