ევროსაბჭოს კომისარი: საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირება სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს
13-01-2016, 02:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველომ უნდა გააგრძელოს მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გაძლიერება, - ასეთია ადამიანის უფლებების სფეროში ევროსაბჭოს კომისრის, ნილ მუჟნიეკსის მიერ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები, რასთან დაკავშირებითაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს.

 

 

შესაბამისი ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. "რეფორმებმა სასამართლო სფეროში გარკვეული პოზიტიური შედეგები მოიტანა, კერძოდ, ეს ეხება პროკურატურის ორგანოების გავლენის შემცირებასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდას, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებას. მიუხედავად ამისა, ძველი სტრუქტურული პრობლემები კვლავ მოითხოვს სერიოზულ ყურადღებას, განსაკუთრებით სასამართლო სისტემის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირების დაცვის თვალსაზრისით.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებებია მთავარი პროკურორის შერჩევის, დანიშვნისა და დათხოვნის პროცედურების კუთხით, კვლავ რჩება კითხვები, რომელიც უკავშირდება მთავარი პროკურატურის მუშაობას სისხლის სამართლის სფეროში", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

ევროსაბჭოს კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს პროკურორებისა და ძალოვანი ორგანოების თანამშრომლების მუშაობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება.  

 

 

"საჭიროა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა სასტიკი მოპყრობის რამდენიმე სავარაუდო შემთხვევის კუთხით, მათ შორის ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ ინციდენტთან მიმართებაში. საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტები უნდა დაადგინოს და პასუხისმგებელი პირები დასაჯოს. მათ უნდა განიხილონ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელიც იმუშავებს სამართალდამცავი ორგანოებისა და პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დარღვევებზე", - ნათქვამია ევროსაბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

ოფიციალური ინფორმაციით, კომისარი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უფრო ეფექტურად გამოიყენოს ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა და არსებული მექანიზმები, ასევე გააუმჯობესოს რეაგირება სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულზე, შეამსუბუქოს დაძაბულობა უმრავლესობაში და უმცირესობაში მყოფ რელიგიურ ჯგუფებს შორის და დიალოგი გამართოს საქართველოში არსებულ ყველა რელიგიურ კონფესიასთან. კომისარი საქართველოში 9-13 ნოემბერს იმყოფებოდა. მის მიერ მომზადებული ანგარიში სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მომზადდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი