ირაკლი შოთაძე: მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული დანაშაულის შესახებ
13-01-2016, 02:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძისთვის გაუგებარია ყოფილ მთავარ პროკურორთან ბადაშვილთან და მის მოადგილე გოგაძესთან ალეკო ელისაშვილის შეხვედრის თემით სპეკულირება, რადგან შოთაძის თქმით, ელისაშვილთან შეხვედრას არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე უარყოფენ, თუმცა მთავარი პროკურორი აზუსტებს, რომ "ელისაშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე".


"არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე უარყოფენ ასეთი შეხვედრის ფაქტს. შესაბამისად, რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება, ჩემთვის გაუგებარია. მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა, შეხვედრა მთავარ პროკურორთან, თუმცა აქ არის საუბარი იმაზე, რომ ელისაშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ შეწყალების საქმიანობას თან ახლავს და იმ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ფაქტები გამოკვლეულია და სამწუხაროდ, პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში შეინახოს ასეულობით ჩანაწერი, რაც საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს", აღნიშნა შოთაძემ და დაამატა:


„მე მინდა სურვილი გამოვთქვა და იმედი გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც, მისი სიტყვებით, მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული დანაშაულის შესახებ“, თქვა შოთაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი