ირაკლი შოთაძე: თებერვლის დასაწყისში, ჩვენ საქართველოს პროკურატურის მუშაობის დეტალურ ანალიზს წარვადგენთ
13-01-2016, 02:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თებერვლის დასაწყისში პროკურატურა წარსდგება საზოგადოების წინაშე და მოგახსენებთ რასაც ჩვენ მივაღწიეთ“ - განცხადებას ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

 


„მე მინდა ყველას მოგიწოდოთ მოთმინებისაკენ, ჩვენ ჩვენს დანაპირებს შევასრულებთ, მოგაწვდით საკმაოდ დეტალურ ინფორმაციას. თებერვლის დასაწყისში, ჩვენ ვგეგმავთ ჟურნალისტებთან ერთად მიღების გამართვას, სადაც ჩვენ წარვსდგებით თქვენს წინაშე და მოგახსენებთ 2015 წლის საქართველოს პროკურატურის მუშაობის დეტალურ ანალიზს და მოგახსენებთ იმ შედეგებზე, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“ - განმარტა შოთაძემ.

 


მთავარმა პროკურორმა განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს დასკვნაზე, რომელიც ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნდა. ევროსაბჭოს კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს პროკურორებისა და ძალოვანი ორგანოების თანამშრომლების მუშაობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. აღნიშნულ დასკვნაზე საპასუხოდ შოთაძემ განაცხადა, რომ არ გაურბის იმ ანგარიშვალდებულებებს რაც მას გააჩნია.

 


„დღეს, საქართველოს პროკურატურა საკმაოდ ანგარიშვალდებულია საპროკურორო საბჭოს წინაშე. ამ საბჭოს წინაშე მე მომიწევს წარდგომა ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ანგარიშვალდებულება არსებობს ასევე საკმაოდ მყარი პარლამენტის წინაშე და ჩვენ ამ ამნგარიშვალდებულებას არ გავურბივართ“- აღნიშნა პროკურორმა.

 


მისივე თქმით, რომ ის ანგარიშვალდებული არ არის საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან. თუმცა, თუ პრეზიდენტს აქვს შეკითხვები, შეუძლია კითხვით მიმართოს პროკურორს და შოთაძე მას გასცემს პასუხს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი