"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ "სოკარ ჯორჯიას" მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, საქართველომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებები არ უნდა განაგრძოს. დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე წიკლაურმა განაცხადა, რომ თუ მაინც გაგრძელდება გაზპრომთან დაწყებული მოლაპარაკებეი, მაშინ ის საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად ჩაითვლება.
"გამომდინარე "სოკარ ჯორჯიას" განცხადებიდან, აღარ რჩება არანაირი პოლიტიკური და არანაირი ეკონომიკური ლოგიკა, რომ საქართველომ განაგრძოს მოლაპარაკებები "გაზპრომთან" და გაზარდოს ოკუპანტი ქვეყნის ენერგეტიკული წილი ქართულ ენერგეტიკულ ბაზარზე. შესაბამისად, თუკი ეს მოლაპარაკება კვლავ გაგრძელდა და თუ ხელისუფლებამ კვლავ მისცა შესაძლებლობა "გაზპრომს", რომ შემოვიდეს ახალი შესაძლებლობებით ქართულ ბაზარზე, ჩვენ ამას განვიხილავთ "გაზპრომის" ყველაზე დიდი აქციონერის ბიძინა ივანიშვილის და რუსეთის ხელისუფლების გარიგებად საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე პირადი გამდიდრების მიზნით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა გადაიქცეს უმძიმეს საფრთხედ საქართველოს ენერგეტიკული სტაბილურობისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა "სოკარ ჯორჯიას" წარმომადგენლის განცხადება, სადაც აზერბაიჯანული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აზერბაიჯანს არ აქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია საქართველოს ბუნებრივი აირი შეუფერხებლად მოაწოდოს. "ამ განცხადებით დადასტურდა, რომ ყველა ის განცხადება, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკეთებდა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, რომელსაც აკეთებდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, იყო უბრალოდ ტყუილი და არანაირად არ შეესაბამებოდა სინამდვილეს", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.