საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პირველი ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების თემას ეხმაურება და ხაზს უსვამს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს რუსულ კომპანიებს არაერთი ობეიქტი გადასცა, ახლა ამ თემას თავის სასარგებლოდ იყენებს.
"სრულიად არასწორად დგას საკითხი - თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსული გაზით აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებას ფიქრობს ხელისუფლება, ეს არის სიცრუე და ტყუილი, ამას არავინ ცდილობს. რუსეთთან საუბრობდა "ნაციონალური მოძრაობაც" და მინდა გითხრათ, რომ არა ნაკლებ აქტიურად. ყოფილმა ხელისუფლებამ არა ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული ობიექტი გადააბარა რუსულ კომპანიებს, როგორც ომამდე, ასევე ომის შემდეგ და არ მგონია რაიმე ეთქმოდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ან რაიმე პრეტენზია ჰქონდეს დღევანდელ ხელისუფლებასთან. ცოტა უხერხულია, მით უმეტეს როდესაც საუბარია ენერგეტიკის სფეროზე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჟურნალისტებს ურჩია, მოეკითხათ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამდენი ობიექტი გადაეცა რუსულ კომპანიებს. "ეს არის პოლიტიკური საკითხი, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" იყენებს თავის სასარგებლოდ, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, მოქალაქეების და ქვეყნის ინტერსების გათვალისწინებით", - აღნიშნა მანანა კობახიძემ და დაამატა, რომ "გაზპორმთან" მოლაპარაკებები საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობაზე ნეგატიურად არ აისახება, რადგან, მისი თქმით. "აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.