მანანა კობახიძე: თუ "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ დავჭირდები, არც ეგ არ არის პრობლემა
13-01-2016, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"იქ ვიქნები, სადაც პარტია "ქართულ ოცნებას" დასჭირდება და თუ საერთოდ არ დასჭირდება, არც ეგ არის პრობლემა" - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა კოალიციის გაფართოება, ან პირიქით, "რესპუბლიკური პარტია" ხომ არ გეგმავს კოალიციის დატოვებას, მანანა კობახიძემ განმარტა, რომ მსგავსი საკითხები არ დგას.

 

 

"რაც შეეხება პარტიულ სიებს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. განიხილება გარკვეული კანდიდატები, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მათთან. როცა დრო დადგება, პარტია ამას საჯაროდ განაცხადებს, ჩვენ გვჭირდება ისეთი შემადგენლობა, რომელიც უფრო ეფექტურად და უფრო წარმატებით გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელ ქვეყანაში არის. რაც შემეხება მე, მანანა კობახიძე იქნება იქ სადაც პარტიას დასჭირდება. თუ საერთოდ არ დასჭირდება, არც ეგ არის პრობლემა, ძალიან კარგი პროფესია მაქვს და მე შევძლებ ჩემი პროფესიის კუთხიდან ამ გუნდს და ჩვენს ბრძოლას შევმატო ის, რისი გაკეთებაც შემიძლია. მე პირადად ვამბობ, რომ სადაც არ უნდა ვიყო, ამ გუნდის წევრი ვიქნები ყოველთვის, რადგან მჯერა, რომ ამ გუნდს შესწევს ძალა, უნარი და ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რაც ერთად უნდა გავაკეთოთ, მიუხედავად იმისა, ვინ სად ვიქნებით.

 

 

რაც შეეხება კოალიციის შემადგენლობას, დღეის მონაცემებით არავითარი გეგმები კოალიციის გაფართოების ან შემცირების არ არის, პოლიტიკურ ცხოვრებაში არაფერი გამორიცხული არ არის, შესაძლოა არჩევნებამდე რაიმე შეიცვალოს, მაგრამ არც ეს არის უცხო პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. დარწმუნებული ვარ, ჩვენ გვექნება იმის ძალა და რესურსი, რომ კოალიციიურ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა. პარტიებს აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუმცა, ამ ეტაპზე პოლიტიკურ დონეზე, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ან სხვა ფორმატში რაიმე საკითხი ამ მიმართულებით არ განხილულა. ყველანაირი ინფორმაცია და ჭორი ვრცელდება დღეს სამწუხაროდ და ჟურნალისტების ვალია, რომ მხოლოდ გადამოწმებული და დადასტურებული ფაქტები გაავრცელოთ. დღეს არავინ საუბრობს "თავისუფალი დემოკრატების" კვლავ კოალიციაში დაბრუნებაზე. კოალიციაში ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ "თავისუფალი დემოკრატები" შიგნით რაზე საუბრობენ, ამაზე თავად ჰკითხეთ", - მიმართა ჟურნალისტებს კობახიძემ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი