„მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა ისტორიული შანსი - მოიპოვოს რეალური ენერგო დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება, აღარ იყოს დამოკიდებული ერთი კონკრეტული ქვეყნის მიერ მიწოდებულ ენერგომატარებელზე, კერძოდ აზერბაიჯანზე, პარტიები, რომლებსაც გააჩნიათ ბიზნეს-წილები „სოკარში“ და მიღებულ დივიდენდებს წლების მანძილზე იყენებდნენ და დღესაც იყენებენ საარჩევნო მიზნებისთვის, ყველანაირად ცდილობენ დაბლოკონ ქვეყნის ეროვნული ინტერესებსათვის ესოდენ სასარგებლო მოლაპარაკებები „გაზპრომთან“, - ამის შესახებ „მემარცხენე ალიანსის“ ოფისში პარტიის გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქვეყნის ენერგო-ბაზარზე აზერბაიჯანული, ირანული, რუსული, თურქმენული თუ სხვა ქვეყნების მიერ გაზის ალტერნატიული მოწოდებით, ჩნდება ბუნებრივი კონკურენცია და შესაბამისად პროდუქცია იაფდება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისათვის.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი შალვა ნათელაშვილის განცხადება, თითქოს მოლაპარაკება „გაზპრომთან“ არის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო - აბსურდულია. შევახსენებთ საზოგადოებას, რომ სწორედ სააკაშვილის ათწლიანი მმართვეობის დროს ქვეყანამ რუსულ მხარეს ჩალის ფასად მიჰყიდა სტრატეგიული ენერგო-ობიექტები მ.შ. „თბილგაზი“. მზად იყო ხელშეკრულება მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების შესახებ, რაც შეჩერებულ იქნა „მემარცხენე ალიანსის“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების პროტესტით და აშშ ადმინისტრაციის ჩარევის შედეგად. აქვე უნდა ითქვას, რომ 2008 წლიდან 2012 წლის ჩათვლით საქართველო ისედაც ღებულობდა გაზს რუსეთ-სომხეთის გაზსადენიდან.
მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრებს, გამოიჩინონ პოლიტიკური სიმტკიცე, არ აჰყვნენ სამშობლოს გამყიდველი პოლიტიკოსების პროვოკაციებს და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისათვის წარმოებული მოლაპარაკებები მიიყვანონ ლოგიკურ დასასრულამდე“ - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.