ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე მოსამართლე, დავით მგელიაშვილს უნდობლობას უცხადებს და მის აცილებას ითხოვს, - შესაბამისი განცხადება სოსო რობაქიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სასამართლო პროცესებს იშვიათდ, 5 თვეში ერთხელ ატარებს, დონაძისა და მიქაძის დაცვის მხარეს კი, უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს სასამართლო პროცესებზე, პირადად მე კი, პროცესზე რაიმე უკმაყოფილების გამოხატვის შემთხვევაში მოსამართლე დარბაზს მატოვებინებს. მოსამართლემ მოწმის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროცესზე არაფერი განაცხადა. ამის გამო მე მისი მისამართით ემოციური განცხადებები გავაკეთე და მხოლოდ მოგვიანებით გავიგე რა იყო იმის მიზეზი, რომ მოწმეს მეტყველება უჭირდა", - აღნიშნა რობაქიძემ.
გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ მოსამართლე მგელიაშვილი, საქმეში ბრალდებულების - დონაძისა და მიქაძის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენებას აპირებს. "როგორც ჩემთვის არის ცნობილი, დონაძესა და მიქაძეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დასკვნა გააჩნიათ", - აღნიშნა სოსო რობაქიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.