ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ ეკა აბაშიძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური დატოვა. როგორც აბაშიძემ აღნიშნა, შეკითხვები დაუსვეს ვან დეიკის ნახატთან დაკავშირებით.
"მე ვისაუბრე, თუ როგორ იტყუება ჰუსეინოვი, რომ მან კეთილსინდისიერად შეისყიდა ნახატი ჩვენგან", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძის თქმით, მან გამომძიებელს მიაწოდა ფოტოსურათი, რომელიც, მისი თქმით, ადასტურებს, რომ ვან დეიკის ნახატი მათი ოჯახის საკუთრება იყო, ასევე ნახატის გაყიდვის შემდეგ ვალის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ეკა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უნდა დაიკითხოს დედამისი დალი აბაშიძე, თუმცა ზუსტი დრო მისთვის უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.