ირანმა მის ტერიტორიულ წყლებში დაკავებული 10 ამერიკელი მეზღვაური გაათავისუფლა
13-01-2016, 04:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანმა მის ტერიტორიულ წყლებში დაკავებული 10 ამერიკელი მეზღვაური გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

 

 

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ამერიკელი მეზღვაურების მხრიდან ბოდიშის მოხდის შემდეგ ისინი საერთაშორისო წყლებში გაუშვეს. გამოძიებამ აჩვენა, რომ მცირე ზომის ხომალდებს ირანის წყლებში შესვლის წინასწარი გაზრახვა არ ჰქონიათ.


ირანმა 10 ამერიკელი მეზღვაური დააპატიმრა მას შემდეგ, რაც ორი მცირე ზომის საპატრულო ხომალდი სპარსეთის ყურეში ირანის ტერიტორიულ წყლებში შევიდა. ამის შესახებ BBC შეერთებული შტატების ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება. აშშ-ს ხელისუფლების ცნობით, ხომალდებს როგორც ჩანს მექანიკური პრობლემები შეექმნათ და ირანის კუნძულ ფარსიზე აღმოჩნდნენ.


ირანის ახალი ამბების სააგენტოს Fars-ის ინფორმაციით, მეზღვაურები ირანის წყლებში "შეიპარნენ".  სააგენტოს ცნობით, ცხრა მამაკაცი და ერთი ქალი ირანის რევოლუციის მცველებმა დააკავეს.


ინციდენტისთანავე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯავად ზარიფს ტელეფონით დაუკავშირდა და მას მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. ქერი ზარიფთან ერთად პირადად იყო ჩართული პროცესში, რათა დროულად მომხდარიყო მეზღვაურების გათავისუფლება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი