SOCAR Energy Georgia- ს ხელმძღვანელმა, მაჰირ მამედოვმა საქართველოს პრემიერთან და ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა. მამედოვის თქმით, შეხვედრაზე გაზის მიწოდების გაზრდასთან დაკავშირებით ისაუბრეს და ასევე განხილული იქნა საქართველოს გეგმები მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული საქართველოსთვის დამატებითი მოცულობის გაზის მიწოდება "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენიდან მოხდეს. გამომდინარე იქედან, რომ "სოკარი" არის აღნიშნული გაზსადენის კომერციული ოპერატორი, ამის შესაძლებლობა არის.
„პირველ რიგში მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ამ წელს და ასევე პირველი შეხვედრა პრემიერთან, ამ რანგში. შეხვედრის შესახებ რაც შემიძლია გითხრათ, შეხვედრას ორივე მხარის უმაღლესი წარმოამდგენლები ესწრებოდნენ - „სოკარის“ პრეზიდენტი აბდულაევი , "სოკარის" საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი და მე. ჩვენ განვიხილთ ტექნიკური საკითხები, პიკის პერიოდში გაზის მიწოდების შესახებ. ჩვენ განვიხილეთ, როგორ ავიცილოთ თავიდან გაზის დეფიციტი. შევთანხმდით, რომ ჩვენი ექსპერტების ჯგუფი ამ საკითხზე იმუშავებს. ჩვენი მიზანია ზამთრის პერიოდზე უფრო კონცეტრირება, გაზის მიწოდების გაზრდის კუთხით. ვინაიდან, სოკარი წარმოადგენს "შაჰდენიზი 1"-ის გაზსადენის კომერციულ ოპერატორს, ამის შესაძლებლობა დღეს არსებობს.
ასევე განვიხილეთ საქართველოს გეგმები მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ პროექტს მივესალმებით და მონაწილობას ვიღებთ. ტარიფებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, რადგან ექსპერტების ჯგუფები ამ საკითხზე მუშაობენ“- განაცხადა მამედოვმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, კახი კალაძე „სოკარის“ წარმომადგენლობას მთავრობის ადმინისტრაციაში დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.