კახა კალაძე: აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია
13-01-2016, 05:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, აზრებაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებთან, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აზრებაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. თუმცა კალაძემ თქვა, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია.


როგორც კალაძემ აღნიშნა, "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ამ მილსადენში დამატებით მოცულობების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.



"იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ურთიერთობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს "სოკარს". ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს ბუნებრივ აირს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას", - განაცხადა კალაძემ.



მისივე თქმით, 2019 წლისთვის იგეგმება შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულებაც, ასევე მოგცვემს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებითი ბუნებრივი აირი მივიღოთ. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე "სოკარის" წარმომადგენლებთან ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა. კალაძის განმარტებით, აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია.



"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია - ეს წლების განმავლობაში ასეა და ჩვენ ამ დეფიციტს ვავსებდით "გაზპრომის" გაზით. ალბათ, მომავალშიც ასე მოხდება, თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები, გასაკეთებელი იქნება კომპრესორები, რომ ჩვენ ამ მილსადენებით მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ასევე მნიშვნელოვანია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 2019 წელს ჩვენ გევქნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ. კითხვაზე, მოხერხდება თუ არა ის, რომ წელს დეფიციტი აზრებაიჯანული გაზით შეივსოს, მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება. რაც შეეხება იმას, რომ "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მიღება აღარ დაგვჭირდება,თუკი აზრებაიჯანი დამატებით მოცულობებს გამოატარებს, კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი