"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ვიქტორია ნულანდს შეხვდა
13-01-2016, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია და ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი აშშ–სსახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ვიქტორია ნულანდს შეხვდნენ. "თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო- ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფერო.

 

 

"როგორც აშშ–ს სახელმწიფომდივნის თანაშემწემ ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, აშშ-ს ინტერესებშია საქართველო გახდეს ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული ევროპული დემოკრატიული ქვეყანა და ამ მიზნის მიღწევის გზაზე საქართველოს ქმედითად დაეხმარება. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა ამერიკელ კოლეგას, პოლიტიკურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში აქტიური მხარდაჭერის ფორმებზე საკუთარი ხედვა გაუზიარეს.

 


შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისპერსპექტივებზე. ვიქტორია ნულანდმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოსმშვიდობიანი საარჩევნო წელი. მისი თქმით ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ამ არჩევნების დემოკრატიულ და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარებას, რაც დაეხმარება საქართველოს განამტკიცოს მოწინავე ქვეყნის იმიჯი რეგიონში და ხელს შეუწყობს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას"- ნათქვამია განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი