ალექსი პეტრიაშვილი: "გაზპრომთან" მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას
13-01-2016, 06:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"იბადება სერიოზული ეჭვი, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

"თავისუფალი დემოკრატები" შეშფოთებული ვართ ხელისუფლების მხრიდან გაზის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით თვეების განმავლობაში საზოგადოებაში ჯერ ინფორმაციის დაფარვის, შემდეგ კი ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნა-განმარტების მიწოდების. ეს ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ "გაზპრომთან" მოლაპარაკებების წარმოება ემსახურება არა სახელმწიფო, არამედ კერძო ინტერესების განხორციელებას და შესაძლოა ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ეს მოლაპარაკებები განსაკუთრებით სახიფათოდ გვეჩვენება აზერბაიჯანული მხარის განცხადებების ფონზე, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს არ აქვს არავითარი პრობლემა გაზის რაოდენობასთან დაკავშირებით და მას შეუძლია საქართველოსთვის ბუნებრივი აირის შეუფერხებლად მიწოდება კონკრეტულად, შაჰდენიზის ერთი პროექტის ფარგლებში.

 

 

ეს არის მონაპოვარი, რომელიც დაიწყო საქართველოს, აზერბაიჯანის და დასავლელი პარტნიორების სტრატეგიული შეთანხმებით და გრძელდება უკვე თითქმის 20 წელია და მოვითხოვთ, მიემართოს მაქსიმალური ძალისხმევა აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებების გზით საქართველოს სტაბილური და პოლიტიკურად უსაფრთხო გაზის მომარაგების უზრუნველსაყოფად. გახსოვდეთ, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, გაზპრომი კი ოკუპანტის ინსტრუმენტი" - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი