პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე რადიკალური ცვლილებების გადაუდებელ აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამის საჭიროებას ყველაზე მეტად ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ერთპიროვნული გავლენა საგრძნობლად არის შემცირებული და ამ ფონზე დავით უსუფაშვილი და მისი პარტია დაუფარავად ემზადება პოსტივანიშვილის რეალობისთვის. ამის შესახებ სოსო ცინცაძემ გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში განაცხადა.
"ეტყობა, მართლაც სერიოზულად განიხილებოდა ღარიბაშვილისთვის "დესერტად" რამდენიმე მინისტრის გაყოლების საკითხი. ჩემი აზრით, გარდა ფინანსთა მინისტრისა, ყველა ადრე იყო გასაშვები, თანაც ზოგიერთი თავის სამინისტროებიანად. რა მოხდა? დღესავით ნათელია რადიკალური ცვლილებების გადაუდებელი აუცილებლობა. ეჭვი არ მეპარება, რომ სხვებზე მეტად ამას თავად ბიძინა ივანიშვილი გრძნობს, მაგრამ ჩანს, საკრალურ "მეოთხე წელს" და პრემიერის პოსტის მიტოვებიდან ორი წლის შემდეგ საგრძნობლად გაფერმკრთალდა მისი ერთპიროვნული გავლენა. თანაც საარჩევნო წელს თავადაც არ არის მზად ქირურგიული ჩარევისთვის. ხომ ხედავთ, მის მიერ არა- ერთხელ "გაკენწლილი" ნარმანიას მოშორებასაც ერიდება, რაც ნამდვილად წაადგებოდა "ოცნების" რეიტინგს. პარლამენტში კურიოზული შემთხვევის "მსხვერპლსაც" კი ვერაფერს ურჩევ, გარდა საჭირო დროს საჭირო ღილაკზე თითის დაჭერისა. არ ტოვებს ბატონი ბიძინა ნეტარმორწმუნე მეოცნების შთაბეჭდილებას და კარგად ხედავს, რომ ბოლო ხანებში სპიკერი [დავით უსუფაშვილი] და მისი პარტია დაუფარავად ემზადება პოსტივანიშვილის რეალობისთვის. მართლაც დეტალებშია საძებნი ყველაზე დიდი ეშმაკი," ამბობს სოსო ცინცაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.