ვიქტორ იანუკოვიჩი: ჩემთვის გაუგებარია რატომ დუმს პუტინი
28-02-2014, 18:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როსტოვში მიმდინარე პრესკონფერენციაზე ვიქტორ იანუკოვიჩიმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ დუმს პუტინი. "იმდენად, რამდენადაც მე ძალიან კარგად ვიცნობ ვლადიმერ ვლადიმერის ძეს, ჩემთვის გასაკვირია რატომ არ აფასებს უკრაინაში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას ვლადიმერ პუტინი. რატომ დუმს იგი? ეს მთავარი შეკითხვაა, რომელიც მე გამაჩნია", - განაცხადა იანუკოვიჩმა.

 

 

იანუკოვიჩს მიაჩნია, რომ "რუსეთი არ შეიძლება გადგეს განზე უკრაინიდან, მისი მნიშვნელოვანი მეზობლიდან. მან [რუსეთმა] ყველა ბერკეტი უნდა იხმაროს იმ ტერორის შესაჩერებლად რაც უკრაინაში ხდება".

 


მან ასევე დააზუსტა, რომ იგი "კატეგორიულად წინააღმდეგია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის", რაც იმას ნიშნავს, რომ "ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს".

 

 

"ვფიქრობ, ის, რაც ახლა ყირიმში ხდება, კიევის მოვლენების გამოძახილია. ბუნებრივია, ყირიმელებს ნაციონალისტი ბანდიტების დამორჩილება არ სურთ ", – განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა. მისი თქმით, ძალიან მარტივია უბრალო ხალხის სურვილებს ჩაწვდე, და რომ ყირიმელები დღეს საკუთარ სახლებსა და ოჯახებს იცავენ.

 

 

როსტოვში გამართულ პრესკონფერენციაზე იანუკოვიჩმა მკაფიოდ თქვა, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

 


"ვაპირებ უკრაინის მომავლისთვის ბრძოლის გაგრძელებას მათ წინააღმდეგ, ვინც შიშითა და ტერორით ცდილობს მის დამორჩილებას. გადავწყვიტე ეს საჯაროდ მეთქვა. მე არავის დავუმხივარ, იძულებული ვიყავი უკრაინა დამეტოვებინა ჩემი ახლობლებისა და ჩემი სიცოცხლის მუქარის გამო. როგორც იცით, უკრაინაში ძალაუფლება ნაციონალისტებმა და პროფაშისტურმა ძალებმა იგდეს ხელთ, რომლებიც უკრაინის მცხოვრებთა აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენენ", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.

 


იანუკოვიჩმა ამავე დროს ბოდიში მოუხადა ჯარისკაცებს და უკრაინელ ხალხს იმასთან დაკავშირებით, რაც ქვეყანაში მოხდა, თუმცა განაცხადა, რომ მას მომიტინგეებისთვის სროლის ბრძანება არ გაუცია.

 

 

,,მე მინდა ბოდში მოვუხადო ჯარისკაცებს, უკრაინელ ხალს, იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა უკრაინაში; იმაზე, რომ მე არ მეყო ძალა შემენაჩუნებინა სტაბილურობა და დავუშვი ის, რაც დღს ხდება ქვეყანაში.

 

 

მე მინდა ვთქვა, რომ მე არსად არ გავქცეულვარ. მე კიევიდან გადავედი ხარკოვში. სანამ მე ვიმყოფებოდი კიევში, მე მესროდნენ ავტომატიდან. მანქანა, რომელიც მე მიცავდა, ფაქტობრივად ყველა მხრიდან იყო ჩაცხრილული. მე არ მივდიოდი მარტო და არ გავრბოდი. მე მივდიოდი აქტივისტებთან შესახვედრად. მე ხარკოვში გვიან ჩავედი, 22 რიცხვში.

 

 

მე ვთვლი, რომ უკრაინა უნდა დარჩეს მთლიანი. რაც შეეხება ჩემს დაბრუნებას უკრაინაში, როცა იქნება უსაფრთხოება დაცული ჩემი და ჩემი ოჯახის, მაშინ დავბრუნდები უკან", - აღნიშნა რუსეთში მყოფმა იანუკოვიჩმა.

 

 

ბრიფინგის დასასრულს მან კიდევ ერთხელ მოუხადა ბოდიში უკრაინელ ხალხს, ბარიკადების ორივე მხარეს მდგომ მოქალაქეებს და განაცხადა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი