15 იანვარს, უკრაინა საქართველოს გავლით პირველ სატესტო მატარებელს გაუშვებს. აღნიშნულის შესახებ BBC იტყობინება. სატვირთო მატარებელი რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით უკრაინულ საქონელს შუა აზიის ქვეყნებში ჩაიტანს.
საქართველოს გარდა, მარშრუტი აზერბაიჯანსა და ყაზახეთზეც გადის. BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე განცხადება თავად უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა გააკეთა.
მისი განმარტებით, მარშრუტის საზღვაო ნაწილი შავ და კასპიის ზღვებზე გადის. თავის მხრივ, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ანდრეი პივოვარსკიმ განაცხადა, რომ მატარებელი ოდესის ოლქის ქალაქ ილიჩევსკიდან დაიძვრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.