ზურაბ მიქაძე: სოსო რობაქიძე არ არის ის სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია დააყენოს მოსამართლის აცილების საკითხი
13-01-2016, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ზურაბ მიქაძე სოსო რობაქიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რობაქიძე არ არის ის სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია დააყენოს მოსამართლის აცილების საკითხი.

 

 

"არანაირ კონფრონტაციაში შესვლას რობაქიძესთან არ ვაპირებ, იმის გამო, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ჩემი შეურაცხყოფის ფაქტზე. მისი სიცრუით რომ საზოგადოება შეწუხებულია, ეს ყველამ იცის. ასეთივე სიცრუეა, როდესაც რობაქიძე ამბობს, რომ სასამართლო პროცესები 5 თვეში ერთხელ ტარდებაო. შეუძლიათ ამოიღონ და ნახონ, რომ საშუალოდ 3-5 კვირაა პროცესებს შორის შუალედი. ეს საპროცესო ნორმებით არის დაცული, რადგან ჩვენს საქმეში აღკვეთის ღონისძიება არც ერთ ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული. საპროესო კოდექსით სწრაფი სასამართლოს ჩატარების მოთხოვნა ბრალდებულების პრეროგატივაა. სოსო რობაქიძემ ისაუბრა, თითქოს 11 დეკემბრის პროცესზე მოწმეს დამბლა დაემართა. ჩვენ სასამართლოზე დავკითხეთ მოწმე და ვკითხეთ, როდის იყო უკანასკნელად სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ. მან აღნიშნა, რომ 2012 წელს იმყოფებოდა სისხლძარღვების პრობლემით და მას შემდეგ არ მიუმართავს.

 

 

 

ვკითხეთ - დაკითხვის დროს როგორ მდგომარეობაში იყო და თქვა, რომ ჯანმრთელია. ნასვამობაზეც ვკითხეთ და თქვა, რომ მზად არის, ალკოტესტი ჩაუტარდეს, რადგან ნასვამი არ არის. რობაქიძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ დამბლა დაემართა მოწმეს. საქმეზე ჩასატარებელია უამრავი საგამოძიებო მოქმედება. 80 მოწმიდან მხოლოდ 8-9 მოწმეა დაკითხული. შესაბამისად, დაცვის პოზიციები წარმოდგენილი არ არის. უფრო მეტიც - თუ კი დაუდასტურდებათ მიქაძეს და დონაძეს ბრალეულობა, კანონი ანიჭებს მოსამართლეს იმის საშუალებას, რომ პირობითი სასჯელი შეგვიფარდოს. რობაქიძე ამბობს, რომ მიქაძეს და დონაძეს სამედიცინო დასკვნები გააჩნიათ და ამით იხელმძღვანელებს მოსამართლე. ეს არის სისულელე. სოსო რობაქიძეს არანაირი შესაძლებლობა არ აქვს, განსაზღვროს მოსამართლის სამომავლო მოქმედებები, ის არ არის პროცესის მონაწილე, რომელსაც უფლებამოსილება ექნება მოითხოვოს მოსამართლის აცილება", - განაცხადა ზურაბ მიქაძემ.

 

 

მისი თქმით, სოსო რობაქიძე წესრიგის დამრღვევია არა მხოლოდ ბუტა რობაქიძის საქმის განხილვისას, არამედ ე.წ. მაღალი საზოგადოების ინტერესის სტატუსის საქმეების განხილვისას.

 

 

 

"იგი ჩვენს საქმეზე პროკურორებს ხელების ბრახუნით დაემუქრა თანამდებობიდან გათავისუფლებით. მისი ასეთი ქმედებები სრულად წარმოაჩენს მის შესაძლებლობებს და ხედვებს. ეს ყველაფერი დამყარებულია მის ეჭვებზე. უმჯობესია ჩვენება მისცეს იმ საქმეზე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული ჩემს მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე. სოსო რობაქიძე არ არის ის სუბიექტი, რომელიც უფლებამოსილია დააყენოს მოსამართლის აცილების საკითხი. თუ ამ საკითხს პროცესის მონაწილე რომელიმე სუბიექტი დააყენებს, ჩემს პოზიციას ამის შემდეგ გამოვხატავ. მე რას ვფიქრობ, ეს სოსო რობაქიძის საქმე ნამდვილად არ არის. ის, რაც ხდება სასამართლოს კარს მიღმა, არ ეხება სასამართლო პროცესს. პროცესი ტარდება სასამართლოს დარბაზში. რობაქიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც მე გადამიწყვეტს პირობითი სასჯელი მექნება თუ პატიმრობა", - განაცხადა ზურაბ მიქაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი