"რეფორმატორები": გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე უბნის დამატება არჩევნების გაყალბების მცდელობას უკავშირდება
13-01-2016, 07:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”რეფორმატორების” აღმასრულებელი მდივანი გარდაბანში დანიშნულ რიგგარეშე ადგილობრივ არჩევნებსა და რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 700 სამხედრო მოსამსახურისთვის სპეცუბანი გაიხსნება.  


”მიუხედავად იმისა, რომ პარტია "რეფორმატორები" ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალ სხვა პარტიებთან ერთად ბოიკოტის რეჟიმშია, უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე ხელისუფლების ძალის აშკარა დემონსტრირებას, რაც საარჩევნო პროცესში ვაზიანის სამხედრო ნაწილის ჩართვით ხორციელდება.  2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაზიანის ბაზაზე დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის საჭიროებიდან გამომდინარე სპეციალური უბანი არ გახსნილა, სწორედ ეს ბადებს კითხვას, რატომ გახდა აუცილებელი სპეციალური უბნის გახსნა სწორედ ახლა. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებული უბნის დამატება არჩევნების გაყალბების მცდელობას უკავშირდება, მით უფრო, რომ გვაქვს პრეცედენტი საგარეჯოში ჩატარებული შუალედური არჩევნებისას, როდესაც საარჩევნო პროცესში მუხროვანის სამხედრო მოსამსახურეების ჩართვა სადაო გახდა.” - ნათქვამია ნინო ჩარკვიანის განცხადებაში.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი