დღეს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მარნეულის მუნიციპალიტეტში განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა ოფიციალურად გახსნა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და წევრები; ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სასამართლოსა და მედიის წარმომადგენლები.
მარნეულის განახლებული მაგისტრი სასამართლოს შენობა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, თანამედროვე საოფისე ავეჯითა და ინვენტარით. სასამართლოს, ასევე საკურიერო მომსახურების უზრუნველსაყოფად გადაეცა შესაბამისი ავტომობილები.
მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი შემოღებულ იქნა 2005 წელს დაწყებული სასამართლო რეფორმის ფარგლებში და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მცირემნიშვნელოვანი დავების სწრაფად და გამარტივებულად განხილვა და გადაწყვეტა.
მაგისტრატი მოსამართლეების სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. დღეის მდგომარეობით, არსებობს 24 გაერთიანებული რაიონული (საქალაქო) სასამართლო და 42 მაგისტრი მოსამართლე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.