დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა სერტიფიკატები გადასცა იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, სახაზინო სამსახურში, შემოსავლების სამსახურსა და მომსახურების სააგენტოში წარმატებით გაიარეს სტაჟირება.
„ძალიან კარგ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. 35 ახალგაზრდამ, ჩვენი წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებმა, სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა და მათი არჩევანი ფინანსთა სამინისტროსა და მის საქვეუწყებო დაწესებულებებსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე შეჩერდა. მათ წარმატებით დაძლიეს სტაჟირების პროგრამა და დღეს მქონდა პატივი, მათთვის სერტიფიკატები გადამეცა. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები სწავლის პერიოდში მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ ისინი მოსინჯავენ ძალებს, თუ სად არის შესაძლებელი ამ თეორიული ცოდნის გამოყენება. ვისურვებდი, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, აღნიშნულ პროგრამაში აქტიურად ჩაერთოს კერძო სექტორიც, მიიღონ ახალგაზრდები, რომლებთან ერთადაც იმედი მაქვს, ძალიან საინტერესო პროექტებზე შეძლებენ მუშაობას," - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრმა ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა სტაჟირების პროცესში გამოჩენილი მონდომებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ფინანსთა სამინისტროში მიღებული ცოდნა მათ გამოადგებათ შემდგომ საქმიანობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.