ნავთობზე ფასების დაცემამ შესაძლოა აიძულოს რუსეთი გადახედოს თავის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს, ამის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა გააკეთა.
მან თქვა, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს "ყველაზე ცუდი შემთხვევის" ეკონომიკური სცენარისთვის, თუ კი ფასების დაცემა გაგრძელდა.
ოთხშაბათს ერთი ბარელის ფასი 32 აშშ დოლარზე ნაკლები იყო და ბოლო 15 თვის განმავლობაში 70%-ით დაეცა. რუსეთის მთავრობის შემოსავლების დაახლოებით ნახევარი კი ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან ივსება.
2016 წლის ფედერალური ბიუჯეტი, რომელიც ოქტომბერში მოიწონეს დაფუძნებული იყო ნავთობის შემდეგ ფასზე - 1 ბარელი -50 აშშ დოლარი 2016 -ში - ციფრი, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას შემდეგ აღწერდა, როგორც "არარეალისტურს".
მთავრობის დეპარტამენტებზე გაიცა ბრძანება, რომ ხარჯები 10%-ით შეამცირონ, მსგავსად 2015 წლისა, იუწყება "როიტერსი".
შემცირებებში არ მოხვდება პენსიები და მთავრობის მიერ დაფინანსებული უწყებების თანამშრომელთა ხელფასები, რაც დაზოგავს დაახლეობით 700 მილიარდ რუბლს (9.1 მილიარდ აშშ დოლარს).
რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ბიუჯეტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაბალანსდეს, თუ კი ბარელი ნავთობის ფასი 82 აშშ დოლარი იქნება.
ეკონომიკის მინისტრმა ალექსეი ულიუკაევმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ რუსეთი დგას იმის საშიშროების წინაშე, რომ ბარელი ნავთობის ფასი ხანგრძლივი დროის განმავლობაში 15 ან 20 აშშ დოლარს შეადგენდეს.
"ყველაზე დიდი რისკი იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში, წლების ან დეკადების განმავლობაში, ნავთობზე დაბალი ფასები შენარჩუნდეს," განაცხადა რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.