საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი დაასრულა
28-02-2014, 19:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილს უპრეცედენტოდ მაღალი რანგის შეხვედრები ჰქონდა შეერთებული შტატების ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლებთან, მათ შორის: თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და კაპიტოლიუმში.

 


განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს და შესაბამისად საქართველოს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და მადლობა გადაუხადა მეგობრული და სანდო პარტნიორული თანამშრომლობისათვის.

 


თეთრი სახლის რუზველტის დარბაზში შედგა შეხვედრა პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან. შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.

 


აშშ-ის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით დაადასტურეს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი. შეხვედრის შემდეგ თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დახმარებას გაუწევს საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების განხორციელებაში.

 

 

საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის გარდა, გამართა ორმხივი შეხვედრები 30-ზე მეტ ყველაზე გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსთან. მათ შორის არიან: შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი - ჯონ კერი; სენატორები - ჯონ მაკკეინი, როი ბლანტი, კარლ ლევინი, ჯეფ სეშენსი, დიკ დურბინი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, აგრეთვე კონგრესმენები - მაიკლ კონავეი, უილიამ კიტინგი, ტედ პო, ადამ კინზინგერი, დავინ ნუნიე, ადამ სმიტი, ნიტა ლოუისი, ელიოტ ენგელი, ედ როისი, ტედ დოიჩი, ნენსი პელოსის, სტენი ჰოიერი, მაიკლ კონავეი, მაიკლ ტერნერი, ბაკ მაკკეონი.

 

 

ვიზიტის პირველი შედეგი უკვე სახეზეა: ამერიკელმა კონგრესმენებმა დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიიდან საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის ინიციირება მოახდინეს და, როგორც თავად აღნიშნეს, საქართველოს საკითხზე ეს ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა პარტიათა შორის ურთიერთობის სანიმუშო მაგალითია. რეზოლუციის პროექტი - "ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის დადასტურება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხზე" - უკვე წარედგინა კონგრესს განსახილველად.

 

 

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში; აღიარებს ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის უფრო მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების მნიშვნელობას.

 

 


აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის" აღმასრულებელ დირექტორს დანიელ იოჰანესს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლებს, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს მაიკლ ფრომანს. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ამერიკელ ბიზნესმენებთან და ისინი საქართველოში მიიწვია.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ჯიმ იონგ კიმს, რომელმაც საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა, მათ შორის, განათლების სფეროს მხარდაჭერისა და დახმარების კუთხით.

 

 

აღსანიშნავია საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის პლენალური სხდომა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ გახსნეს.

 


სხდომაზე, რომლის პირველი ნაწილიც ღია იყო მედიისთვის და პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის საქართველოს დახმარება გაუზარდოს. "დღეს მე მინდა გამოვაცხადო დამატებითი დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ე.წ. ბორდერიზაციის მიმართულებით ხელშეწყობა. ჩვენ ასევე მზად ვართ, საქართველოს დავეხმაროთ ეკონომიკური რეფორმის, ინვესტიციების, ვაჭრობის გაზრდის, კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. ეს ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ევროკავშირთან ინტეგრაციას. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს რეპუტაციას. შეერთებული შტატები მზად არის აგრეთვე ვაჭრობის სფეროში უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის".

 

 

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა ატლანტიკურ საბჭოში ფართო აუდიტორიის წინაშე, სადაც 200-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული.

 


,,დღევანდელი სავსე დარბაზი, ათასობით ტელე- თუ ონლიანმაყურებელი, ახალგაზრდა ლიდერის ნამდვილი აღიარებაა. ჩემთვის საპატიოა პრემიერ-მინისტრის წარდგენა, რომელთანაც უკვე რამდენიმეთვიანი ურთიერთობა მაქვს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები, რომლებიც გველის. მე წილად მხვდა პატივი, შევხვედროდი მას მიუნხენში. სიამოვნებით წარმოგიდგენთ მას. პრემიერ-მინისტრი არის კოალიცია "ქართული ოცნების" თანადამფუძნებელი, იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დღევანდელ თანამდებობაზე მან უკვე წამოიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის, წერტილი დაუსვა პატიმართა წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობას, გაანადგურა უკანონო ჩანაწერები და აკრძალა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილთა პირადი ცხოვრების მიყურადება. მან დახურა სკანდალური რეპუტაციის მქონე ორი სამართალდამცავი უწყება და დანერგა უნარებისა და კვალიფიკაციის ტესტი სამინისტროთა თანამდებობის პირებისათვის". ასე წარადგინეს საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოში.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილს ასევე ჰქონდა საჯარო გამოსვლა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებას საქართველოს ხელისუფლების ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.

 

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრის პატივსაცემად პომპეზური ცერემონია გაიმართა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე. საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოს დელეგაციის დახვედრის ასეთი მასშტაბური ცერემონია არ ახსოვს. 330 ჯარისკაცი, საზეიმო ზალპები, საქართველოსა და აშშ–ის სახელმწიფო ჰიმნები, – სწორედ ასეთი ცერემონიით დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, სადაც მან უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.

 

 

ვიზიტის დასასრულს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ქართულ, ისე უცხოურ მედიაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერვიუ მისცა რამდენიმე წამყვან მედიასაშუალებას.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი