თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე დავით ნარმანიამ "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიორგი ლილუაშვილი წარადგინა. როგორც ნარმანიამ მისი ახალი მოადგილის წარდგენისას განაცხადა, ლილუაშვილს გააჩნია ყველა ყველა თვისება იმისათვის, რომ წარმატებით გაუძღვეს ახალ თანამდებობაზე მუშაობას.
"გიორგი ლილუაშვილი საკმაოდ წარმატებული ადამიანია და საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს იმისათვის, რომ წარმატებით უხელმძღვანელოს აღნიშნულ პოსტს. ის არის განათლებით ეკონომისტი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, 1999 წლიდან მუშაობდა, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ფინანსთა სამინისტროში ის სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა. რაც შეეხება მის გამოცდილებას კერძო სექტორში, ის გახლავთ "ქართუ ჯგუფის" წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე შპს "ბურჯში", "ქართუ მშენებელსა" და ბანკ "ქართუში". მას გააჩნია ყველა უნარ-ჩვევა, ყველა თვისება იმისათვის, რომ წარმატებით გაუძღვეს იმ მიმართულებას, რასაც ჰქვია მერის მოადგილის პოსტი და შესაბამისი დაქვემდებარებული სამსახურები", განაცხადა ნარმანიამ.
გიორგი სოლომონიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე 12 იანვარს დატოვა. ის მუშაობას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოსტზე განაგრძობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.