შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა მისი სამი ახალი მოადგილე წარადგინა
14-01-2016, 02:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სულ ცოტა ხნის წინათ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მისი სამი ახალი მოადგილე წარადგინა.


შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარატმენტის დირექტორი ბესიკ ამირანაშვილი იქნება, მეორე მოადგილე დავით ვარდიაშვილი იქნება, რომელიც სამინისტროში საფინანსო-სამეურნეო მიმართულებას უხელმძღვანელებს, მე-3 მოადგილე კი მერაბ მალანია. მღებრიშვილმა მოადგელეები წარდგენისას ასე დაახასიათა.

 

 

ბესიკ ამირანაშვილმა საქმიანობა რიგით გამომძიებლად დაიწყო და გაიარა სსხვადასხვა კარიერული ეტაპი. მუშაობდა თბილისის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის პოლიციის სამმართველოებში და ბოლოს აჭარაში. სისტემას უდავოდ სჭირდება პრაქტიკოსი, ძლიერი პროფესიონალები და დარწმუნებული ვარ ბესიკი გაართმევს თავს ყველა ამოცანას.

 

 

დავით ვარდიაშვილი გახლავთ საუკეთესო მენეჯერული თვისებებით დაჯილდოებული, წარმატებული ფინანსისტი და იურისტი. მინდა გითხრათ, რომ ის არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ასოცირებული პროფესორი, 18 ტექნიკურ-სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

 

მერაბ მალანია მუშაობდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. იგი არის თავისი საქმის პროფესიონალი და ერთგული ადამიანი. მას გამოცდილება აქვს საკმაოდ მდიდარი და დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გაართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს თავს - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 


მინისტრმა ახალი მოადგილეების წარდგენამდე განაცხადა, რომ დანაშაული ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, მაგრამ მისი თქმით, "დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას. ჩვენი მიზანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური შედეგების ჩვენებაა".


მღებრიშვილის თქმით, პოლიცია გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას დანაშაულთან. "მე როგორც შინაგან სამეთა მინისტრი ვაცხადებ, ბრძოლა დანაშაულთან იქნება შეურიგებელი, შეუვალი", აღნიშნა მღებრიშვილმა.

 

 

მღებრიშვილის პირველი მოადგილის პოსტს დღემდე სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ზურაბ გამეზარდაშვილი იკავებდა, რომელიც ამ ეტაპზე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე რჩება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი