გიორგი მღებრიშვილი: მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეურიგებელი
14-01-2016, 02:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს სამინისტროში  გამართულ ბრიფინგზე, მისი ახალი მოადგილეების წარდეგნამდე განაცხადა, რომ უწყება კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო გაამკაცრებს და ამ ბრძოლაში პოლიცია უკოპმპრომისო იქნება.


"შს სამინისტრო და მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ჩემს განახლებულ გუნდთან ერთად, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ვაგრძელებთ და კიდევ უფრო ვამკაცრებთ ბრძოლას დანაშაულის წინააღმდეგ. დანაშაული არსებობდა და ყოველთვის იარსებებს, მაგრამ მთავარია სახელმწიფო რას უპირისპირებს მას. დანაშაულს ჩვენ ვუპირისპირებთ შეუწყნარებელ პოლიტიკას. ჩვენი მიზანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო ეფექტური მეთოდების და უსაფრთხოების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრება", - განაცხადა მღებრიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე ეხება სამართალდამრღვევს და დამნაშავეს.


"ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი შეღავათი, არანაირი მოწოდება და თხოვნა, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არ იქნება გათვალისწინებული, როდესაც საქმე გვაქვს სამართალდამრღვევთან და დამნაშავესთან. მიუხედავად კრიმინალთა დამცველების მხრიდან პოლიციის მიმართ გაჟღერებული პერიოდული ინსინუაციებისა, პოლიცია არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაიხევს. იგი იმოქმედებს კანონისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით და გააგრძელებს დანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას", - განაცხადა მღებრიშვილმა და დაამატა:


"მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ვაცხადებ, რომ დანაშაულთან ბრძოლა იქნება შეურიგებელი, შეუვალი და ამ გზაზე აუცილებლად ვიქნებით წარმატებულები", - განაცხადა მღებრიშვილმა, რომელმაც დღეს მისი სამი ახალი მოადგილე წარადგინა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ეტაპი იმ ძირეული საკადრო და ძირეული ცვლილებებისა, რომელის შსს-ში იგეგმება.


"მე დარწმუნებული ვარ და ღრმად მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის გვექნება საზოგადოების მხარდაჭერა და ჩვენ ვიქნებით წარმატებულები კრიმინალთან ბრძოლაში", - განაცხადა მღებრიშვილმა.


შს მინისტრის პირველ მოადგილედ გიორგი მღებრიშვილმა ბესიკ ამირანაშვილი, ხოლო მოადგიილეებად დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია წარადგინა.


მღებრიშვილის პირველი მოადგილის პოსტს დღემდე სასაზღვრო პოლიციის უფროსი, ზურაბ გამეზარდაშვილი იკავებდა, რომელიც ამ ეტაპზე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის პოსტზე რჩება.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი