იანუკოვიჩი ოპოზიციის ლიდერს პრემიერ-მინისტრის პოსტს სთავაზობს
25-01-2014, 23:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ოპოზიციის ლიდერს არსენ იატცენიუკს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ყოფილ მოკრივეს, ვიტალი კლიჩკოს კი ჰუმანიტარულ საკითხებში  ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. 


ამგვარი ნაბიჯი პრეზიდენტმა მას შემდეგ გადადგა, რაც პარასკევს, 24 იანვარს ოპოზიციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა და მან კიდევ უფრო მეტი მღელვარება გამოიწვია უკრაინის დედაქალაქში.


დღეს, 25 იანვარს, კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა არეულობებს. სხეულზე მიყენებული დაზიანებებით კიევის საავადმყოფოში მიყვანილი 45 წლის პროტესტანტი უკვე მეოთხეა, რომელიც არეულობების მსხვერპლი გახდა.


ოთხშაბათს, 22 იანვარს, კიევში პოლიციასთან შეტაკებისას 2 ადამიანი დაიღუპა. უკვე დადასტურებულია რომ ისინი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისაგან გარდაიცვალნენ. ეს ორი დემონსტრანტი პირველი მსხვერპლი შეიქმნა კიევში გვიან ნოემბერში დაწყებული ანტი-სამთავრობო გამოსვლების შემდეგ. ოთხშაბათს გვიან საღამოს უკრაინულმა რადიო "თავისუფლებამ" საზოგადოებას მესამე აქტივისტის სიკვდილის თაობაზეც აუწყა. რადიოს ცნობით, იური ვერბიცკის გვამი, რომელსაც წამების ნიშნები აღენიშნებოდა, კიევის გარეთ მდებარე ტყეში იპოვეს. მედიის ინფორმაციით, იგი აქტივისტ იგორ ლუცენკოსთან ერთად კვირის დასაწყისში გაიტაცეს, თავად ლუცენკო კი მოგვიანებით გაათავისუფლეს და ახლა იგი საავადმყოფოში იმყოფება.

 

 

 

 

bbc.co.uk 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი