უკრაინის კრიზისი: ბარაქ ობამამ ვლადიმერ პუტინი გააფრთხილა
01-03-2014, 10:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ გააფრთხილა რუსეთი, რომ უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ჩარევის შემთხვევაში მას "საფასური" ექნება გადასახდელი.

 

 

მან თქვა, რომ იგი ღრმადაა შეშფოთებული უკრაინაში რუსული სამხედრო შენაერთების გადაადგილებით.

 


"უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი ფორმით დარღვევა ღრმა დესტაბილიზაციის შემქმნელი იქნება, რაც არ შედის არც უკრაინის, არც რუსეთისა და არც ევროპის ინტერესებში... ამერიკის შეერთებული შტატები დადგება საერთაშორისო საზოგადოების გვერდით იმის დასამტკიცებლად, რომ უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ფორმით ინტერვენციისას საფასურიც იქნება გადასახდელი," განაცხადა ობამამ.

 

 

 

ობამას აღნიშნული შეფასება ყირიმში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა. უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ყირიმში რუსეთის ჯარების გადაადგილება, კიევის სამხედრო კონფლიქტში ჩათრევის მცდელობად შეაფასა.

 

 

რუსეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ ყირიმში რუსული სამხედრო შენაერთების ნებისმიერი გადაადგილება რუსეთ-უკრაინას შორის დღემდე არსებული შეთანხმების საფუძველზე ხდება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი