საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ეწვია
14-01-2016, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის დელეგაცია ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ეწვივნენ. ვიზიტი ქაბულში, ცენტრალური სარდლობის ბაზაზე სტუმრობით დაიწყო.

 


დელეგაცია 23-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდა, მოისმინა მათი პრობლემები და ქვედანაყოფის მიერ ავღანეთში მიღებული გამოცდილებით დაინტერესდა. შეხვედრის დიდი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

 

 

„ალფა“ ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი ქობალიამ მინისტრს, პირადი შემადგენლობის სახელით, სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ასევე დაჯილდოვდა ასეულის I კლასის რიგითი რუსუდან ივანეიშვილი. მას ჯილდო ავღანეთში საქართველოს უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ გადასცა.

 

 

თინათინ ხიდაშელი ასეულის მეთაურის მიერ ჩატარებულ საინფორმაციო ბრიფინგსაც დაესწრო. შემდეგ კი დელეგაცია მართვის ცენტრსა და ბაზის გამშვებ პუნქტებს ეწვია.

 


ცენტრალური სარდლობის ბაზაზე ვიზიტის დასასრულს თინათინ ხიდაშელი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის მოადგილეს, ბრიტანელ გენერალ-ლეიტენანტ ტიმ რედფორდს შეხვდა. მხარეებმა ავღანეთში კოალიციური ძალების სამომავლო გეგმებსა და მასში ქართული სამხედრო კონტინგენტის შესაძლო მონაწილეობის თაობაზე იმსჯელეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი