არანაირი საუბარი ან მცდელობა, აზერბაიჯანული გაზი ან აზერბაიჯანული მხარე ჩანაცვლდეს რუსულით, არ ხდება
14-01-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"არანაირი საუბარი ან მცდელობა, აზერბაიჯანული გაზი ან აზერბაიჯანული მხარე ჩანაცვლდეს რუსულით, არ ხდება და ამ მხრივ საზოგადოების გარკვეულ წრეში არსებული შიშები ყოვლად უსაფუძვლო და გადაჭარბებულია" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექსპერტმა, ლევან კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

 

 

"საქართველოში გაზის დღიური მოხმარება ზამთრის ე.წ. პიკურ თვეებში არის დაახლოებით 11 მილიონი კუბური მეტრი, ზაფხულის ე.წ. არაპიკურ თვეებში კი დაახლოებით 4 მილიონი კუბური მეტრი. ჩვენ დეფიციტი გვაქვს დაახლოებით 2-2,5 მილიონი კუბური მეტრი, მაგრამ არა მთელი წლის განმავლობაში, არამედ მხოლოდ ზამთრის სეზონზე. სწორედ ზამთრის პიკურ თვეებში ხდება ამ დანაკლისის დაბალანსება. "სოკარს" შეუძლია საქართველოს მოთხოვნა გაზზე დააკმაყოფილოს ჯამურად წლის განმავლობაში, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნას ზამთრის ე. წ. პიკურ თვეებში ანუ როცა ზაფხულის თვეებისგან განსხვავებით, გაზის დღიური მოხმარება 4-დან 11 მილიონ კუბურ მეტრამდე იზრდება. აზერბაიჯანულ "სოკარს" შეუძლია საქართველოს მიაწოდოს გაზი, მაგრამ ზამთრის თვეებში მიწოდების მოცულობები და შესაძლებლობები მკვეთრად ლიმიტირებულია.

 

 

საქართველოს ხელისუფლებისა და აზერბაიჯანული მხარის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, "სოკარის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "სოკარი" შეეცდება გაზარდოს საქართველოსთვის გაზის დღიური მოწოდება 6-დან 7 მილიონ კუბურ მეტრამდე. ბუნებრივია, ეს მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფს გაზის დღეს არსებული 2,5 მილიონი კუბური მეტრი დეფიციტის დაბალანსებას. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მოწოდების მასშტაბის გაზრდა "სოკარის" მხრიდან რიგი ტექნიკური გადაწყვეტილების მიღებასთან და დამატებითი ინვესტიციების განხორციელებასთან არის დაკავშირებული, რაც სავარაულოდ, ერთ ან ორ დღეში ვერ განხორციელდება.

 

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, ეს სამუშაოები შემჭიდროებულ ვადებშიც რომ განხორციელდეს, დარჩენილი 1,5 მილიონი კუბური მეტრი სხვა ალტერნატიული წყაროდან, სავარაუდოდ, "გაზპრომიდან" უნდა დაბალანსდეს. სხვა ტექნიკური საშუალება და ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია არსებული ორივე წყარო მაქსიმალურად ეფექტიანად და ქვეყნის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით გამოვიყენოთ. ამ მხრივ, ძალიან კარგი და მისასალმებელია, თუ გაზის დეფიციტის დაბალანსებას, ერთობლივად ორივე - აზერბაიჯანული და რუსული წყაროებით განვახორციელებთ. შემდგომ წლებში გაზის დეფიციტის პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი ალტერნატიული გამოსავალის სახით, დღეს უკვე განიხილება საქართველოში 200-250 მილიონი კუბური მეტრი გაზსაცავის მშენებლობის აუცილებლობის საკითხი, რაც ნაწილობრივ მაინც მოხსნის ზამთრის ე.წ. პიკურ თვეებში გაზის დეფიციტთან დაკავშირებულ პრობლემას", - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი