ინდონეზიის პრეზიდენტი: "ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი არ უნდა შეშინდეს, ჩვენ ამ ტერორისტული აქტით ვერ დავმარცხდებით
14-01-2016, 03:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდონზიის დედაქალაქ ჯაკარტაში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 7 ადამიანი იმსხვერპლა, პირველი სატელევიზიო კომენტარი ქვეყნის პრეზიდენტმა გააკეთა. პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.


"ჩვენი ერი და ჩვენი ხალხი არ უნდა შეშინდეს, ჩვენ ამ ტერორისტული აქტით ვერ დავმარცხდებით", განაცხადა მან MetroTV -ში სატელევიზიო გამოსვლისას.


"ჩვენ ყველანი მწუხარებას გამოვხატავთ ამ ინციდენტის დროს დაცემული ადამიანების გამო, მაგრამ ჩვენ ასევე ვგმობთ აქტს, რომელმაც უსაფრთხოება და მშვიდობა დაარღვია და განავრცო ტერორი ადამიანებს შორის", აღნიშნა ინდონეზიის პრეზიდენტმა.


ჯაკარტაში საფრანგეთის საელჩომ განაცხადა, რომ ტერორისტული აქტების მსხვერპლთა შორის საფრანგეთის მოქალაქეები არ არიან. საელჩომ დაჟინებით მოუწოდა ინდონეზიაში მყოფ მის მოქალაქეებს რომ დაუკავშირდნენ მათი ოჯახების წევრებს და მეგობრებს და დაამშვიდონ ისინი.


ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში აფეთქებები სარინას სავაჭრო ცენტრის გარეთ, საპრეზიდენტო სასახლისა და გაეროს ოფისის სიახლოვეს მოხდა. ტერორისტულ აქტში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი დაჯგუფებაა ეჭვმიტანილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი