ალეკო ელისაშვილი პარლამენტს მიმართავს, ეკა ბესელიას საპროკურორო საბჭოს წევრობის უფლება შეუჩეროს. განცხადება აღნიშნულის შესახებ ელისაშვილმა "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
განმარტება, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შეჩერების მნიშვნელობაზე გააკეთა ელისაშვილის ადვოკატმა თამარ ავალიანმა. როგორც მან აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს ბესელიას მიმართ, პროკურორების საქმინაობას არ უნდა აკონტროლებდეს პროკურორთა საბჭოს წევრი ეკა ბესელია. მისი თქმით, წევრობის უფლება უნდა შეუჩერდეს ბესელიას, რაც პარლამენტმა უნდა გააკეთოს იმ მოტივით, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ბესელია, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრია, არის ეჭვმიტანილი, ხოლო თავად კი არის მოწმე. ამასთან, ელისაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში უნდა შეიქმნას საგამოძიებო კომისია.
"კომისიის შექმნა იმიტომ მსურს, რომ ჩვენებები საზოგადოებამ მოისმინოს ღიად და არა ცხრაკლიტურიდან ანუ პროკურატურიდან. მე რომ ჩემს სიმართლეში დარწმუნებული არ ვიყო ამოვეფარებოდი არასწორად მიმდინარე გამოძიებას", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.