"ყველაფერი თუ მე გამოვიძიე, შოთაძე რაში იღებს ხელფასს და რას აკეთებს ამხელა უწყება" - აღნიშნული განცხადებით გამოეხმაურა ალეკო ელისაშვილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გუშინდელ განცხადებას, სადაც პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ ელისაშვილი გამოძიებას წყაროს დაუსახელებს.
"მე მათ მივაწოდე ინფორმაცია, ვინ აიღო ფული, ვისგან აიღო და გამოძიება უკვე მათი საქმეა. თუკი მე დავიჭირე ფაქტზე ბესელია და კობახიძე და ხელები გადავუგრიხე და ციხეში წავიყვანე, მაშინ რას აკეთებს უწყება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდა "თავისუფალ დემოკრატებთან", მათ შორის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან და ისინი გეგმავენ, რომ უახლოეს სესიაზე დააყენონ საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.