კახა კალაძე: მესმის უგულავას ნერვიულობა, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს და ...ნერვებმაც უმტყუნა
01-03-2014, 11:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მასთან დაკავშირებით გიგი უგულავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ დედაქალაქის ყოფილ მერს ნერვებმა უმტყუნა.

 


როგორც კალაძის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა სასტუმრო "უშბაში" შესახლებული ლტოლვილების "გამოყრას" სთხოვდნენ, თუმცა ეს არ შეასრულა.

 


"არ ღირს პირადად უგულავასთვის პასუხის გაცემა, ვინაიდან ადამიანურად მესმის მისი ნერვიულობა – მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს და ცხადია, ამ სიტუაციაში ცდილობს რაღაცას მოეჭიდოს, რაღაცაზე ყურადღება გადაიტანოს... ნერვებმაც უმტყუნა. მაგრამ მოსახლეობის რაღაც ჯგუფებს, ვინც მე ან საერთოდ არ მიცნობს, ან წარმოდგენა ჩემს საქმიანობაზე მხოლოდ მედიაში გაჟღერებული ინფორმაციებით აქვს, განმარტება უნდა მივცე. ვწუხვარ, რომ "ნაციონალური" რეჟიმის მესვეურების, განსაკუთრების სააკაშვილის და მისი მესენჯერის – უგულავას მორიგი ქმედება უნდა გავასაჯაროო. ამ ადამიანის არაადეკვატური განცხადებების მერე: სასტუმრო "უშბა", სხვათა შორის, დიდი ხანია გასხვისებული მაქვს. ჩემი წარმომადგენლების მიერ შეძენილი იქნა კერძო პირისგან, რომელშიც ლტოლვილები, როგორც მაშინ შევიტყვეთ, უკანონოდ იყვნენ შეჭრილები, მე მაშინ ობიექტი შევიძინე და იქ მაცხოვრებლების მიმართ არანაირი პრეტენზია არ მქონია."უშბაში" ხალხი წლებია ცხოვრობს და შეიძლება არც კი იციან რომ იმ ადგილის ერთი მფლობელი მეორემ ჩაანაცვლა. უგულავა რეგულარულად მთხოვდა სააკაშვილის სახელით ხალხი იქიდან გამეყარა ძალისმიერი მეთოდით, ვინაიდან მიშას აღიზიანებდა უსახური და ლტოლვილებით გამოჭედილი შენობა. რასაკვირველია, მე უგულავას და სააკაშვილის ეს კაპრიზი არ შევასრულე", - აცხადებს კალაძე.

 


რაც შეეხება "კაპიკებში ნაყიდ მიწებს", ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ვერც ერთ ფაქტს ვერ დაასახელებს "ეს ადამიანი ან მისი გარემოცვა", რომ მას მუქთად ჩაეგდო ხელში სახელმწიფო ქონება.

 


"ერთადერთი მიწა, რაც შეძენილი მქონდა აუქციონით, იყო არსენალის მთაზე 80 ჰექტარი მიწა 40 მილიონ დოლარად. 20 მილიონის გადახდის შემდეგ იყო ის სატელევიზიო ეთერი, როცა სააკაშვილს გირგვლიანზე მივუთითე – ყველამ იცის, მეორე დღესვე როგორ განვითარდა მოვლენები. კიდევ ვიმეორებ _ მესმის, ვპატიობ, თანავუგრძნობ. პანიკაშია. სამწუხაროდ, ვერაფრით დავეხმარები –კანონი უზენაესია", - აღნიშნავს კალაძე.

 


გიგი უგულავას განცხადებით, თუ დღეს სადმე არის დევნილებისთვის დაუკანონებელი სახლი, სწორედ კალაძის საკუთრებაა. როგორც მან გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც კალაძე სააკაშვილის მტერი გახდა ისაა, რომ ნახევარ ფასში მიწების მიყიდვაზე უარი უთხრეს.

 


"თუ რიტორიკულად ვსვამთ კითხვას, რომ დევნილებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, მთელმა საზოგადოებამ და ყველა თაობამ უნდა მოვუხადოთ, მაგრამ ამ ადამიანისგან ვერანაირ პრეტენზიას ვერ მივიღებ, როდესაც ეს კაცი არის სასტუმრო "უშბას" მფლობელი ქალაქის შემოსასვლელში, რომელიც არის გავსებული დევნილებით. როდესაც ბიზნესმენი და ფეხბურთელი იყო, მრავალჯერ არის ჩემთან ნამყოფი ამ თემაზე და მე მას ვეხვეწებოდი. ასეთი ტრადიცია გვქონდა, რომ ვისაც ჰქონდა საშუალება, მფლობელს, ან კომპენსაციას აძლევდა, ან ჩვენ ვუყოფდით ფართობს, შემდეგ ისინი ურემონტებდნენ და გადაგვყავდა. ეს ადამიანი სამი თხოვნის მიუხედავად, ერთხელაც არ განძრეულა და იძახდა, მე ფულს არ ვბეჭდავ, დევნილებს რატომ უნდა მივცე ფულიო. თუ დღეს სადმე არის დევნილებისთვის დაუკანონებელი სახლი, სწორედ კალაძის საკუთრებაა. თუ დღეს სადმე ყველაზე ცუდად ცხოვრობენ დევნილები, ეს სასტუმრო "უშბაა", მას საკმაოდ დიდი ქონება აქვს იმისთვის, რომ ან დევნილებს მისცეს ან სხვაგან გადაიყვანოს ისინი. კიდევ ერთ შეკითხვას დავუსვამ: ვინ არის უჩა მამაცაშვილი? მისი სახელი და გვარი არც კი იგუგლება, ივანიშვილის ალალი ბიძაშვილია. ის ივანიშვილის სახელით "ალაგებს" ბიზნესთან ურთიერთობას და კალაძესთან ერთად საარჩევნოდ ფულს აგროვებს", - განაცხადა უგულავამ.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/272051-kakha-kaladze-gigi-ugulavas-nervebma-umtyuna.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი